„წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, აქ ვრჩებით“ – თსუ-სთან კარვები იშლება

თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა დაიწყეს.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ შემდეგი 24 საათის განმავლობაში გადაიკეტება ჭავჭავაძე, მელიქიშვილი, ვარაზისხევი და ასე დაიწყება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა.
„მორჩა სეირნობა, სიარული. ჟივილ-ხივილი. ვიბრუნებთ სამშობლოს! ვკეტავთ ყველაფერს. დრო აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი, ვინც მივიღეთ ყველაზე მეტი ხმა საქართველოს მოსახლეობისგან, ვინც თქვა, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში. და დიახ, ჩვენ მივდივართ ევროპაში! ძალიან დიდი ბოდიში ყველას შეწუხებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით. ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია“, – განაცხადა მ.
კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას სიტყვებით კი, წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია და ის იქნება მშვიდობიანი და მიზანმიმართული.
„24 საათი ვიქნებით აქ, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი . არჩევნები, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა. ყველაფერი უზრუნველყოფილია. ჩვენ აქ ყველაფერს მოვაწყობთ. ეს არის დაგეგმილი პროცესი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რომლის სიტყვებით, ეს არ იქნება პროტესტის ერთადერთი ადგილი.
ჩვენ გადავდივართ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ეტაპზე”, – ამის შესახებ კი “კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
„გადავდივართ იმ ეტაპზე, რასაც ჩვენი წარსული აწმყო და მომავალი გვკარნახობს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს ხალხი. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ მსოფლიოში“, – თქვა მელიამ.
“ვიქნებით აქ და შევქმნით წინააღმდეგობის პირველ წერტილს. 24 საათი ვჩერდებით აქ და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე”, – ასე მიმართა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილ მოქალაქეებს.
ამ წუთებშიც, პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად, აქცია გრძელდება თსუ-სთან, სადაც საპროტესტო კარვები იშლება.
თსუ-ს წინ შეკრებილმა ლიდერებმა რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტებსაც მოუწოდეს შეერთებისკენ. რუსთაველის აქციის მონაწილეები უკვე დაიძრნენ ჭავჭავაძის გამზირისაკენ.
დემონტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. ისინი ს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა.
16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს.