„წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ“ – კარდინი „ქართული ოცნებისთვის“ ფინანსური სანქციების დაწესების საჭიროებაზე საუბრობს

წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს აწყობს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც მძიმე დარტყმას მიიტანს, როგორიცაა ფინანსური სანქციები. ამის შესახებ ერთობლიც განცხადებას -ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი ევროპელ კოლეგებთან ერთად ავრცელებს.
“უკრაინის ბრძოლა, ასევე, ბელარუსის დემოკრატიული ძალებისა და ქართველი ხალხის ბრძოლაა. ამ მამაცმა პარტნიორმა ერებმა დემოკრატიის მიმართ თავიანთი სურვილი და ადამიანის უფლებების პატივისცემა სრულებით ცხადი გახადეს.
უნდა უარვყოთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ცრუ და არ მივცეთ ლეგიტიმაცია, რომელსაც ის ეძებს.
ასევე, გვერდში უნდა დავუდგეთ ქართველებს, რომლებიც “ქართული ოცნების” ძალადობრივი ზეწოლის წინააღმდეგ კონსტიტუციაში ასახულ თავიანთ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს იცავენ. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, ვინც აწყობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც მძიმე დარტყმას მიიტანს, როგორებიცაა ფინანსური სანქციები.
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ჩვენს საერთო სულისკვეთებაში ამაყად ვაცხადებთ: დიდება ს, დღეგრძელ იყავი ბელარუსო და საქართველოს ადგილი ევროპაშია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპული ქვეყნებიდან განცხადების ხელმომწერები არიან პეტერ ტალი (ს პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ლია ქუარტაპელე (იტალიის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი), რუსლანას ბარანოვასი (ლიეტუვის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), რადოსლავ ფოგელი (პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), კარლოს როჰას გარსია (ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი) და ოლექსანდრ მერეჟკო (უკრაინის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე).
ipn.ge