წილოსანი: ხმამაღალი ჰედლაინების მიღმა, გაუგებარია რა იგულისხმება ანტი-დემოკრატიულ პროცესში

ხმამაღალი ჰედლაინების და ჟღერადი ჰედლაინების მიღმა, ალბათ მთელი საზოგადოებისთვის გაუგებარია რა იგულისხმება ანტი-დემოკრატიულ პროცესებში.
თუ ამ პროცესებში იგულისხმება ის, რომ საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას, პარლამენტს არ აქვს უფლება მიიღს კანონები, რომელიც სხვა ქვეყანაში მოქმედებს და მუშაობს, თუ ჩვენ ქვეყანაში არ გვინდა რევოლუციური სცენარები და მუდმივი ეს პროცესები, რომელიც რა თქმა უნდა ქვეყნის განვითარებას აფერხებს და ამისთვის ერთადერთ პრევენციად ვხედავთ ენჯეო სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობა მოხერხდეს და საზოგადოება იყოს ინფორმირებული; თუ ამაში იგულისხმება, რომ ის შეფასებები, რომელსაც საქართველო იღებს კანონის უზენაესობის, ხელისუფლების ეფექტიანობის, სასამართლო სისტემის მუშაობის, ადამიანის უფლებების და სხვადასხვა მიმართულებით, მაშინ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ნამდვილად გაუგებარია, რა არის საფუძველი ამ განცხადებების.