ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან მმართველი გუნდის გადაწყვეტილებისგან გამიჯვნას “ფარსს” უწოდებს და მათ “მთავარ ღირებულებებზე დაფიქრებას” ურჩევს.
ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს და თანამშრომლებს, რომლებიც გადაწყვეტილებას გაემიჯნენ “ვითომ ევროკავშირს შეფიცულ დიპლომატებს” უწოდებს.
“საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობ, სიტყვა “საგარეო” კი არ უნდა იყოს შენთვის მთავარი, არამედ საკუთარი! საკუთარი ქვეყანა უნდა იყოს მთავარი!
ერთი, მელიას გამო გახარიას გადადგომა იყო სრულიად ამაზრზენი და მეორე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ, ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები…
ამ ფარსის შემდეგ, უფრო დამაჯერებლები იქნებით, თუ დატოვებთ თანამდებობებს და თქვენს მთავარ ღირებულებებზე დაფიქრდებით”, – წერს წილოსანი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადება სრულად.