წილოსანი: ეს იქნება სამაგალითო იმისთვის, რომ ადამიანები მიეჩვიონ, რომ სხვისი შეურაცხყოფა, ცილის წამებები და …

“ეს იქნება სამაგალითო იმისთვის, რომ ადამიანები მიეჩვიონ, რომ სხვისი შეურაცხყოფა, ცილის წამებები და მათ შორის, ასეთი ზიზღის კამპანია, რომლისთვისაც ისინი დაფინანსებულები არიან… ნუ ატყუებთ თქვენს მაყურებელს, არავის არ დაიჭერენ, ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა და შესაბამისი ჯარიმა მიაჩვევს ყველას… ჩემზე წარმოდგენა არ უნდა შეეცვალოთ, მათ აქვთ უფლება იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული და კრიტიკის გამოხატულება და არა შეურაცხყოფის სახე. როდესაც ადამიანს შეურაცხყოფ და ზიზღის გენერირებას ახდენ, აუცილებლად უნდა იცოდე რა კანონი მოქმედებს საქართველოში და მათ შორის, ევროპის სხვა ქვეყნებშიც” – ამბობს ნინო წილოსანი Facebook პოსტების გამო საჩივრებზე, რომლის საფუძველზეც სასამართლოში 20-მდე პირი დაიბარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”