თბილისის მერის, კახა კალაძის გვერდზე, სოციალურ ქსელში, მოქალაქეები ვიქტორ წილოსანის გათავისუფლებას ეხმაურებიან და წერენ, რომ ის აბუჩად იგდებდა ადამიანებს:
გისმინეთ ახლა და ძალიან გამიხარდა წილოსანი რომ შეიცვალა…ერთნაირი პასუხი მისგან ყველაფერზე: ,,მიზანშეწონილად არ მიაჩნდა”…წარმატებები ახალ კადრს და მეტი ზრუნვა მოქალაქეებზე.
წილოსანი გულქვა და ყოვლად უემოციო, მოქალაქეების მიმართ აბუჩად აგდების სპეციალისტი, გამიხარდა რომ გაუშვეს. აგრეთვე გამიხარდა (ჩემთან ერთად ჩემს ირგვლივ უამრავ ადამიანს გაუხარდა) ირაკლი ხმალაძეს რომ არ შეეხო ეს ამბები, რადგან ხმები გავრცელდა, უშვებენო. ვფიქრობ, ერთ-ერთი გულისხმიერი და მოქალაქეების მიმართ ყურადღებიანი მუშაკია მთელს მერიაში. წილოსანმა დამბლოკა და ხმალაძემ კი, მიუხედავად კრიტიკული კომენტარებისა (ზოგჯერ იყო ასეთებიც) მაინც არ დამბლოკა.