წილოსანი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა პუტინი დიქტატორი

ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა ს პრეზიდენტი დიქტატორი.
ფორმულას ჟურნალისტმა მას ჰკითხა – “გვითხარით, რას ფიქრობთ პუტინზე, არის თუ არა ის დიქტატორი”, რაზეც წილოსანმა უპასუხა:
“მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი საინფორმაციო დღის წესრიგი არ მიმდინარეობს დიქტატორების განხილვასა და მსჯელობაზე. […] ამ შემთხვევაში, მე პასუხს არ გაგცემთ”, – ამბობს წილოსანი.
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, რატომ არ პასუხობს ის კითხვას, ნინო წილოსანი ამბობს:
“არ ვაპირებ, რომ თქვენი საინფორმაციო დღის წესრიგით ვიმოქმედო და ამიტომ არ გაგცემთ პასუხს. რაც ჩემს ინტერესში არ არის და თქვენს დღის წესრიგს ემსახურება, არაფერზე არ გაგცემთ პასუხს”, – ამბობს ის.