წილოსანი: არაკორექტული იყო [სიკორსკის] დავალება ზურაბიშვილის მიმართ, სააკაშვილი დამნაშავეა

ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, რომელსაც ის “დავალებას” უწოდებს, არაკორექტული იყო.
მისი თქმით, ეს სიკორსკის მხრიდან საქართველოს “სუვერენიტეტში ჩარევა და კანონის უზენაესობის პრინციპის არასწორი ინტერპრეტირებაა”.
“არაკორექტული იყო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლის დავალება ს მიმართ, რომ შეიწყალოს მიხელ სააკაშვილი, რომელიც არის დამნაშავე და რომელიც სამართლიანად იხდის სასჯელს. ეს იყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა და გარკვეულწილად, კანონის უზენაესობის პრინციპის არასწორი ინტერპრეტირება.
ამავდროულად, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი სინქრონულად ხდება და მას ნამდვილად ეს ხომ არ სჭირდებოდა, დავალებასავით მიეღო, რომ შემდეგ, მისი არა და არასოდეს გადაეთქვა”, – თქვა წილოსანმა.
გუშინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საერთო დისკუსიის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზურაბიშვილს მიმართა და უთხრა, რომ მას შეუძლია, ს გათავისუფლებაში წვლილი შეიტანოს.
ამასთან, გუშინ ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია. მისი თქმით, ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის რუსეთს ხელი შუშალოს, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და გუშინ დამთავრდა. მასში მონაწილეობა დაახლოებით 50-მა სახელმწიფო მეთაურმა მიიღო.