წილოსანის თქმით, ნატოს 2008 წლის ჩანაწერი გარკვეულწილად ომის მაპროვოცირებელი იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანის აზრით, ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, გარკვეულწილად, 2008 წლის ს აგრესიის მაპროვოცირებელი გახდა.
„არაერთი შეფასებით, დიახაც, სწორედ რომ 2008 წლის ნატოს ჩანაწერით და იმ პირობებში, როდესაც ნატოს შემადგენლობაში საქართველო ვერ იქნა შეყვანილი, და სამწუხაროდ, განსაკუთრებული მოწყვლადობა ჰქონდა ქვეყანას, გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ამ ძალადობის და ომის პროცესების დასაწყისის“, — განუცხადა ჟურნალისტებს წილოსანმა.
დეპუტატი არ პასუხობს კითხვას, ე.ი. პოზიტიური ფაქტია თუ არა, რომ ვაშინგტონის 2024 წლის სამიტის დეკლარაცია არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
„მნიშვნელოვანი ჩანაწერია ნატოს დეკლარაციაში იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ წამოვიდა მოთხოვნა, რუსეთის ჯარებმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ეს მყარი დადასტურებაა საქართველოს ოკუპაციის ფაქტის, ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და დასავლური სამყაროს თანადგომის. ამის ფონზე მთელი დილაა, ოპოზიციურ ველში ვხედავთ ჟრიამულს. განსაკუთრებით თვალში მომხვდა ბუკა პეტრიაშვილის პოსტი, სადაც ის პარალელს ავლებს 2008 წელს ნატოს სამიტზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომელსაც შეიძლება, დადასტურებულად არა, მაგრამ ნამდვილად, არაერთი შეფასებით შემდგომ, მოჰყვა 2008 წლის საომარი პროცესები. ამიტომ, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარალელს ავლებენ 2008 წლის ნატოს ჩანაწერზე, რომელსაც მოჰყვა ის ესკალაცია და საომარი დაძაბულობა, ამას ისურვებენ და უჭერენ მხარს, რა თქმა უნდა, ეს შეფასებული ვერ იქნება“, – განაცხადა წილოსანმა.
დეპუტატი ისურვებდა, „ნებისმიერი ჩანაწერი თუ განცხადება, არ იყოს პროვოკაციული და შეიცავდეს მინიმალურ რისკებს“, რადგან ამ ეტაპზე საქართველოს ნატოს ქოლგა არ იცავს.
„ჩვენ ნატოს წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენს განცხადებებში ყოველთვის უფრო ფრთხილი ვიქნებით და მოვითხოვთ, ჩვენს პარტნიორებსაც ვთხოვთ, რომ მათი მხრიდან დამოკიდებულება სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით იყოს შეფასებული… მათი მხრიდან ერთადერთი სწორი პასუხი იქნებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება. სანამ ეს არ მომხდარა, ძალიან ფრთხილად იქნება ნებისმიერი განცხადება გასაკეთებელი, რადგან საქართველოში იქნება თუ ში, ხშირად პროვოცირებს ხოლმე და ამ მომენტშიც, რუსეთის მიერ პროვოცირებული უმძიმესი ომი მიმდინარეობს უკრაინაში“, — დასძინა ნინო წილოსანმა.
ნატომ მიიღო ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
დოკუმენტში საქართველო ერთხელ არის ნახსენები, პუნქტში, სადაც ხაზგასმულია, რომ ალიანსი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ს უკანონო ანექსიას.

ასევე დაგაინტერესებთ