ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც წითლიძე აღნიშნავს, ის გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
“სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე გიბარებთო. პროკურატურა რომელიც პირდაპირ ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სქემაში და მათ შორის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში – ნდობა არა აქვს არც ჩემგან არც საქართველოს მოქალაქეებისგან. შესაბამისად მისვლას არ ვაპირებ”- წერს წითლიძე.