წითლიძე: თუ გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება უნდა, სააკაშვილის ლანძღვით ვერ შეძლებს

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, თუ გიორგი გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება უნდა, ს ლანძღვით ამას ვერ შეძლებს.
“გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება თუ უნდა, სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ლანძღვით ამას ვერ შეძლებს. მით უმეტეს, ავადმყოფი ადამიანის ციხეში გადაყვანით, რომლის მდგომარეობაც ჯერ კიდევ მძიმეა.
გახარიამ [რაიმე] რეალური შესთავაზოს საქართველოს მოქალაქეებს და საკუთარი ამომრჩევლის გაზრდაზე იზრუნოს”, – ამბობს წითლიძე.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას მოითხოვს. პარტია საქართველოსთვის სააკაშვილის პოლიტიკურ აქტიურობას პრობლემად მიიჩნევს.