ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე თენგო თევზაძის “ტვ პირველში“ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ “არ არსებობს ცალ-ცალკე ნიკა და ირაკლი გილაურების ფული, არსებობს გილაურების საერთო ფული და ბიზნესი, ასევე საერთო კავშირები“ და ისეთებს ნუ “გააპრავებს”, მერე რომ შერცხვება“
წითლიძის თქმით, მას კოალიციის ლიდერები ბევრს ეტყვიან, თუმცა გაჩენილ კითხვებს გულწრფელი პასუხები და აღიარება სჭირდება.
“ამას სჭირდება კითხვებზე გულწრფელი პასუხი და აღიარება რომ შეცდით ან “შეგაცდინეს”, – წერს ის.
ეს ბიჭი ახალია პოლიტიკურ ველზე და გადაეცით, ისეთს ნუ “გააპრავებს” მერე რომ შერცხვება.
არადა აუცილებლად შერცხვება.
მე მესმის რომ მისი ლიდერები მას ბევრს არ ეტყოდნენ, ზოგადად ბევრი ღირსეული ადამიანია ახლებში, რომლებიც დარწმუნებული ვარ მხოლოდ ახლა ხვდებიან სად ამოყვეს თავი.
მაგრამ ვინც ამას ამართლებთ მანდ:
ანუ რითი ჯობიხართ ან ლელოს ან ქოცებს თუ ის გაამართლეთ თქვენი ვიწროპარტიული ინტერესის გამო რაც დანაშაულია?
არ არსებობს ცალ-ცალკე ნიკა და ირაკლი გილაურების ფული, არსებობს გილაურების საერთო ფული და ბიზნესი, ასევე საერთო კავშირები.
ვახუშტის მენაბდის მამაზე რომ ყვებოდნენ ოჯახის წევრი კი არის მაგრამ არ იცოდა ტენდერებზეო, ან ქოცი ურთმელიძე რომ ამბობდა დედა ოჯახის წევრი არ არისო – მაგ სერიიდან არის ეგ და სირცხვილია, მითუმეტეს ხალხს თვალებში ნაცარს ვერ შეაყრით.
ამას სჭირდება კითხვებზე გულწრფელი პასუხი და აღიარება რომ შეცდით ან “შეგაცდინეს” ოღონდ თქვენგან არა) თქვენი ლიდერებისგან რომლებთანაც ეგ შეთანხმება შედგა, – წერს წითლიძე.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ “ირაკლი გილაური აქტიურად ხელს აფათურებს ოპოზიციაშიც და ბევრ პოლიტიკოსს ფულს უხდის იმისთვის, რომ არ გამოვიდნენ 4 ოქტომბრის აქციაზე”, კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, თენგო თევზაძემ “ტვ პირველის“ ეთერში უპასუხა და განაცხადა, რომ “მათ ფინანსურად არა ირაკლი, არამედ ნიკა გილაური ეხმარებოდათ, სხვა მნიშვნელოვან დონორებთან ერთად.“
თევზაძის თქმით, ეს მხოლოდ არჩევნების პერიოდში ხდებოდა და ახლა მათ არანაირი კომუნიკაცია არ აქვთ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობდა სააკაშვილი ამ განცხადებით, თევზაძე ამბობს, რომ თავად მას უნდა ჰკითხონ.