წითელ ზღვაში ჰუსიტებმა ამერიკულ გადამზიდ ხომალდზე იერიში მიიტანეს

წითელ ზღვაში ჰუსიტებმა ამერიკულ კომერციულ გადამზიდ ხომალდზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჰუსიტების პრესსპიკერმა, იაჰია სარეამ გაავრცელა. საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ გემზე სამხრეთ იემენის ადენის პორტში აფეთქება დაფიქსირდა.
ჰუსიტების პრესსპიკერის თქმით, ამერიკული კომერციული გემი ოკუპირებული პალესტინური ტერიტორიებისკენ მიცურავდა და ისინი ამერიკულ და ბრიტანულ ხომალდებზე თავდასხმაზე არ იყოყმანებენ.
ამავდროულად, -ს საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს იემენის სამხედრო სამიზნეებზე, დაახლოებით 10 დრონზე, რომელიც ამერიკის მტკიცებით, მომზადებული იყო თავდასასხმელად.
ჰუსიტების თავდასხმების სამიზნე წითელ ზღვაში ძირითადად ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო თუ კომერციული ხომალდებია.