წითელ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავები თავს ორ გემს დაესხნენ

წითელ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავები თავს ორ გემს დაესხნენ – ინფორმაცია თავდაპირველად ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების სააგენტომ (UKMTO) გაავრცელა და განაცხადა, რომ წითელ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავების აქტივობებისა და ბაბ ელ-მანდების სრუტეში შესაძლო აფეთქების შესახებ ცნობები მიიღეს. მათივე განცხადებით, უპილოტო თვითმფრინავები იემენიდან იმართებოდნენ.
მომხდარს მალევე გამოეხმაურა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მარიონეტული დაჯგუფება. მათი თქმით, იემენის სანაპიროსთან “ისრაელურ” ხომალდებს თავს ღაზაში მიმდინარე ომის გამო დაესხნენ.
მოგვიანებით, პენტაგონმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს ინფორმაცია, წითელ ზღვაში ამერიკულ სამხედრო გემსა და კომერციულ გემზე თავდასხმის შესახებ, თუმცა ისინი თავდასხმის შესახებ სხვა დეტალებს არ ასაჯაროებენ.
“ჩვენ მივიღეთ შეტყობინებები USS Carney-ზე და კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმების შესახებ და მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება“, – ნათქვამია პენტაგონის მოხსენებაში.
იხილეთ ასევე:
· ოფიციალური პირების განცხადებით, ამერიკულმა ხომალდმა წითელ ზღვაში ჩამოაგდო იემენიდან გაშვებული დრონი