წითელ ზღვაში სამი საკომუნიკაციო კაბელი გაწყდა

4 მარტს ცნობილი გახდა, რომ წითელ ზღვაში გაყვანილი სამი კაბელი გაწყდა. წყალქვეშა გაყვანილობა ინტერნეტით და ტელეკომუნიკაციით მსოფლიოს გარშემო ბევრ ქვეყანას უზრუნველყოფს.
წითელი ზღვის ინფრასტრუქტურა კვლავ იემენელი ჰუთების სამიზნედ რჩება. სავარაუდოდ, სწორედ მათი მეამბოხეების თავდასხმის შედეგად მოხდა ხანძარი ადენის ყურეშიც, რის გამოც იქ 4 მარტსვე, ერთი გემი დაიწვა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გაწყვიტა საკომუნიკაციო ხაზები. არ გამორიცხავენ, რომ კაბელები ჰუთებმა დააზიანეს, რომლებიც ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, ისრაელზე ზეწოლას და მათივე სიტყვებით – “ჰამასთან” ს ომის დასრულებას ცდილობენ.
ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია “ეიჩ-ჯი-სი გლობალური კომუნიკაციები” (HGC Global Communications) იუწყება, რომ გაწყვეტილია შემდეგი კაბელები: “აზია-აფრიკა-ევროპა 1” (Asia-Africa-Europe 1), “სიკომი” (Seacom) და “თი-ჯი-ენ-გალფი” (TGN-Gulf). დაზიანება შეეხო მთლიანად წითელი ზღვის წყალქვეშა გაყვანილობის 25%-ს. “სიკომის” ინფორმაციით, „პირველადი ტესტირება აჩვენებს, რომ დაზიანებული სეგმენტი იემენის საზღვაო იურისდიქციაში მდებარეობს, სამხრეთ წითელ ზღვაში“.
“ეიჩ-ჯი-სი გლობალური კომუნიკაციების” ცნობით, წითელი ზღვა თავისი ინფრასტრუქტურით კრიტიკული მნიშვნელობისაა და ის უზრუნველყოფს აზიიდან ევროპისკენ მიმავალ მონაცემთა გადაცემას. კომპანია ასევე აცხადებს, რომ მათ უკვე დაიწყეს ტელეკომუნიკაციის ხაზების მიმართულების შეცვლა და მონაცემთა შემოვლითი გზით მიწოდებაზე მუშაობა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს

გია ხუხაშვილი – პრეზიდენტი არის დღევანდელი განვითარების ვექტორის მედროშე – ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს

გიორგი კალანდარიშვილი – პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს – შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა

ლევან სამუშია – „ძლიერი საქართველო“ გპირდებათ იმ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნა, რომელიც „ოცნებამ“ ქართველ ხალხს მოპარა – პენსია 1000 ლარი იქნება, გავხდებით ევროკავშირის წევრები და გაყინული, მიტოვებული პროექტებიც დასრულდება