წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმა ირანის მხარდაჭერით განხორციელდა | აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს რომ წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმა ირანის მხარდაჭერით განხორციელდა.
“დღეს იყო ოთხი თავდასხმა სამ ცალკეულ კომერციულ გემზე საერთაშორისო წყლებში, სამხრეთ წითელ ზღვაში. Arleigh-Burke-ის კლასის გამანადგურებელმა USS CARNEY-მ უპასუხა გემების კატასტროფის სიგნალებს და დახმარება გაუწია“, – ნათქვამია განცხადებაში.
-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ეს თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ვაჭრობასა და საზღვაო უსაფრთხოებას.
“საფრთხე შეექმნა საერთაშორისო ეკიპაჟების სიცოცხლეს, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან. ჩვენ ასევე გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს თავდასხმები, მიუხედავად იმისა, რომ იემენში ჰუსიტებმა განახორციელეს, მთლიანად ირანის მიერ იყო ორკესტრირებული. შეერთებული შტატები განიხილავს ყველა შესაბამის რეაგირებას საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით“ – აცხადებს ცენტრალური სარდლობა.
თავდასხმა სავაჭრო გემებზე წითელ ზღვაში კვირას, 3 დეკემბერს მოხდა და მასზე პასუხისმგებლობა აიღეს იემენის ჰუთის მეამბოხეებმა მოძრაობა ანსარ ალაჰიდან.
ჰუსიტების შეიარაღებულ დაჯგუფებას მჭიდრო კავშირები აქვს “ჰეზბოლასთან” და მათ მხარს უჭერს ირანიც.
ს გაზეთ Haaretz-ის ცნობით კი, კომერციული გემების მფლობელები ისრაელელი ბიზნესმენები არიან. ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ ეს უკვე მეოთხე თავდასხმაა ისრაელის ბიზნესმენების გემებზე.