წითელ ზღვაში იემენელმა ჰუსიტებმა სატვირთო ხომალდი გაიტაცეს |IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, წითელ ზღვაში იემენელმა ჰუსიტებმა სატვირთო ხომალდი გაიტაცეს. როგორც IDF აცხადებს, გემი თურქეთიდან ინდოეთისკენ მიცურავდა და ბორტზე საერთაშორისო სამოქალაქო ეკიპაჟი იმყოფებოდა, სულ 25 ადამიანი. მათ შორის არიან მექსიკის, ბულგარეთის, უკრაინისა და ფილიპინების მოქალაქეები. ს მოქალაქეები კი ბორტზე არ იმყოფებიან.
ისრაელის თავდაცვის ცნობით, ხომალდი ბაჰამის დროშის ქვეშ ცურავდა და ბრიტანულ კომპანიაზეა რეგისტრირებული, რომლის წილიც ისრაელელ ბიზნესმენს, აბრაამ უნგარს ეკუთვნის. მედიის ცნობით კი, გატაცების დროს, ხომალდი იაპონურ კომპანიას ჰქონდა იჯარით აღებული.
ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისში მომხდარს „ირანული ტერორიზმის“ შედეგი უწოდეს.
ჰუსიტები იემენში ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ და 2014 წლიდან ისინი იემენის დედაქალაქ სანას და ქვეყნის ნაწილს აკონტროლებენ.