„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ – ღაზადან მძევლების ცხედრების დაბრუნებას დრო დასჭირდება

ღაზადან მძევლების ცხედრების დაბრუნებას დრო დასჭირდება, – ამის შესახებ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენელმა, ქრისტიან ქარდონმა განაცხადა.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლის, ქრისტიან ქარდონის განცხადებით, ნანგრევებში ცხედრების პოვნა „უზარმაზარ გამოწვევას“ წარმოადგენს.
„ეს უზარმაზარი გამოწვევაა. არსებობს რისკი, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება. ამის შესახებ ჩვენ მხარეებს ვაცნობეთ და მათ ვუთხარით, რომ ეს პრიორიტეტი უნდა იყოს“, – აღნიშნა ქრისტიან ქარდონმა.
შეგახსენებთ, გუშინ „ჰამასმა“ ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა. ღაზაში 24 მძევლის ცხედარი რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება