“წითელი ჯვრის” პრეზიდენტი ღაზის ომის ჰუმანიტარულ პრობლემებზე შეხვდა “ჰამასის” ხელმძღვანელს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) განცხადებით, მათი პრეზიდენტი, მირიანა სპოლიარიჩი შეხვდა -სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასის” ხელმძღვანელს, ისმაილ ჰანიეს.
სპოლიარიჩი 20 ნოემბერს ჩავიდა კატარში ჰანიესთან შესახვედრად ჰუმანიტარულ პრობლემებზე, რომლებიც წარმოშვა ღაზაში მიმდინარე ომმა. სპოლიარიჩმა ცალკე შეხვედრა გამართა კატარის ხელისუფლების წარმომადგენლებთან – იუწყება ICRC განცხადებაში.
ამ ცნობების ფონია მომლაპარაკებელთა მიერ წარმოებული სამუშაო შეთანხმების მისაღწევად “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმისას მძევლად აყვანილი 240 ადამიანის გასათავისუფლებლად.
ს ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმას ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, უმეტესობა სამოქალაქო პირი.
თავდასხმაზე პასუხად ისრაელმა ღაზაში დაიწყო სახმელეთო და საჰაერო შეტევა, რომელსაც ემსხვერპლა 13 300-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები, მათ შორის ათასობით ბავშვი – იუწყება ღაზის მმართველი “ჰამასი”.

ასევე დაგაინტერესებთ

“მოხალისეები მთავრობის გასაკეთებელს აკეთებენ”; “ვის აბოლებთ?”; “იმედია ჩვენ ბიჭებს არ დააჯარიმებენ მოშველებისთვის”; “ასეთი პიტალო არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა!”– ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს

“ნანგრევებში ჩარჩენილი ხალხი, ბავშვებთან ერთად, მოსახლეობამ გადაარჩინა, ტექნიკა არ გვყავს და ვერ მოვდივართო, ეგ იყო თქვენი პასუხი”; “ეგ თოვლი დაგასრულებთ თქვენ” – ხალხი ლანჩხუთის მერიას