„წითელი ჯვარი“ ღაზის სექტორში კატასტროფული მდგომარეობის შესახებ ლაპარაკობს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო.
ორგანიზაციის პრეზიდენტმა მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა გერმანიის რადიოსთან, „Deutschlandfunk-თან” საუბარში „კატასტროფული“ უწოდა იქ არსებულ ვითარებას.
მისი თქმით, უდიდეს შეშფოთებას იწვევს სამოქალაქო მსხვერპლის სამედიცინო მომსახურების მდგომარეობა. სპოლიარიჩ ეგერის თანახმად, მძიმედ დაჭრილ ადამიანებს ვერ უწევენ სათანადო სამედიცინო დახმარებას.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანლმა დაიჩივლა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის სულ უფრო ძნელია, ღაზის სექტორში სამუშაოს გასწვდნენ. თუმცა მან დასძინა, რომ „წითელი ჯვარი“ ადგილზე რჩება.
აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეული “ჰამასის” ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, 7 ოქტომბრიდან, როცა 1200 პირი დაიღუპა და 240 გაიტაცეს, ისრაელის არმია ღაზის სექტორს ბომბავს. ამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16 ათასს მიაღწია. რეგიონში საომარი მოქმედების გამო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, დაეხმარონ სამოქალაქო მოსახლეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ყველაზე დიდი გამოწვევა, ავარიული შენობებიდან ხალხის გამოყვანაა, რადგან თანხმობის მიღება ვერ ხდება – რაც შეეხება შემოღობვას, წარმოუდგენელია, როგორ უნდა შემოღობო საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ