ამ წიგნს მანამ ვერ წაიკითხავთ, სანამ წყლით არ დაასველებთ, რადგან მის ავტორებს ტაქტილური გამოცდილების შექმნა სურდათ და ადამიანებთან პირდაპირ საუბარი წყლის დეფიციტის მქონე რეგიონებში მცხოვრები ბავშვების რეალობაზე… Water For People-ის მიერ შექმნილი The Dehydrating Book ჰიდროქრომული მელნით არის დაწერილი, სასწავლო ხელსაწყოა, რომელიც მკითხველს ინტერაქციისკენ, შეჩერებისა და იმ გზების შემჩნევისკენ მოუწოდებს, რომლებიც ამბებსა და შესაძლებლობებს ხსნის.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი წიგნია, ფურცლის ნაცნობი სტრუქტურით, წონითა თუ გვერდებით. თუმცა აქ წყლის გარეშე ფურცლები ისეთივე ცარიელია და ისტორია ისევე იკარგება, როგორც სწავლის შესაძლებლობა ბავშვებისთვის, რომლებიც ლათინურ ამერიკაში დღეებს უწყლოდ ატარებენ…
გამოყენებული ჰიდროქრომული ტექნოლოგიაც მეტაფორულია — მოთხრობის წაკითხვა, წაშლა და ხელახლა წაკითხვაა შესაძლებელი, რაც იმ ყოველდღიურ გაურკვევლობას ასახავს, რომელიც სუფთა წყალზე წვდომას უკავშირდება. ამგვარად, Dehydrating Book იდეალურია ამ თემებზე საუბრების წამოსაწყებად, რთულ თემას მეტად ნაზი გზით გვაცნობს და ბავშვებსა თუ მოზარდებს ეხმარება არსებული რეალობის გაცნობიერებაში.
თავად ამ წიგნში ასახული ამბავი პერუში მცხოვრები მოსწავლეების შესახებაა, რომლებიც შეგვახსენებენ, რომ ეს უბრალოდ წყლის ამბავი კი არ არის, არამედ ამბავი თავიანთ კლასელებზე და ცვლილების შესაძლებლობაზე. ნარატივიც მარტივი და დასამახსოვრებელია, თანაც, ისეა შექმნილი, რომ ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ამგვარად, სამყაროში, რომელშიც ყურადღების მიპყრობა ასე რთულია, Dehydrating Book უბრალოდ ერთ წამს ითხოვს გზავნილის გადმოსაცემად, რომელსაც მხოლოდ წლის მისხურება სჭირდება…
