„წიგნების თარო”: სამწუხაროდ, სისტემის მორიგი მსხვერპლი “წიგნების თაროს” ჩემპიონი, საბა გელაშვილი გახდა, რომელიც ჩვენთვის ცოდნისა და პატიოსნების მაგალითია

„გრძელდება ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაპატიმრების ფარსი” – „წიგნების თარო” საბა გელაშვილს სოლიდარობას უცხადებს.
„სამწუხაროდ, სისტემის მორიგი მსხვერპლი “წიგნების თაროს” ჩემპიონი, საბა გელაშვილი გახდა, რომელიც ჩვენთვის ცოდნისა და პატიოსნების მაგალითია. სოლიდარობა საბას და უსამართლოდ დაკავებულ ყველა ახალგაზრდას!” – ნათქვამია განცხადებაში.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საბა გელაშვილს დღეს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 დეკემბერს ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების შეფერხებას ედავებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მოგვიწევს იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ – დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე

ლევან ნატროშვილი ეუთოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე – მათ აინტერესებთ, რა ხდება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, რა მდგომარეობაა სამოქალაქო სექტორში