წიაღისეულზე შეთანხმების ტექსტში უკრაინამ მითითებები შეიტანა და აშშ-ს გაუგზავნა – Fox News-ის ასოცირებული პროდიუსერი

ამერიკული ტელევიზიის, Fox News-ის, ასოცირებული პროდიუსერის, ნანა საჯაიას თქმით, იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ტექსტში უკრაინულმა მხარემ მითითებები შეიტანა და ამერიკულ მხარეს გაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ საჯაიას წიაღისეულის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართული წყარო აწვდის.
“წიაღისეულის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართული წყარო მეუბნება, რომ უკრაინულმა მხარემ შეთანხმების ტექსტში მითითებები შეიტანეს და ამერიკულ მხარეს გადაუგზავნა. შემდეგი [მოქმედებებისთვის] კონკრეტული ვადები არ [განსაზღვრულა]”. – წერს საჯაია X-ზე.
ამასთან, Fox News-ის პროდიუსერის თქმით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მას ხელს -ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიგა მოაწერენ.
“მე ასევე მითხრეს, რომ თუ [მხარეები] შეთანხმებას მიაღწევენ, მას ხელს სახელმწიფო მდივანი რუბიო და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სიბიგა მოაწერენ”. – წერს საჯაია.
ცნობისთვის,15 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ მან უარი თქვა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნაზე, ომის დაწყებიდან, 3 წლის განმავლობაში აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების “ასანაზღაურებლად”, ს 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი წიაღისეული გადაეცა აშშ-სთვის.
ზელენსკიმ 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არ იყო. მისივე თქმით, დოკუმენტი უკრაინისთვის წიაღისეულის სანაცვლოდ რაიმე უსაფრთხოების გარანტიების მიცემას ან რაიმე მსგავსს არ ითვალისწინებდა.
თუმცა 21 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკული და უკრაინული მხარეები მუშაობდნენ, რათა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მიეღწიათ.
ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, უკრაინასთან წიაღისეულზე წვდომის შესახებ გამარტივებული შეთანხმების დადებას ცდილობს, რათა ის სწრაფად იქნეს მიღწული, ხოლო კონკრეტული პირობები შემდგომი მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდეს, მაგალითად, წიაღისეული რესურსების რა ნაწილი გადაეცემა აშშ-ს.
გამოცემა Wall Street Journal-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, აშშ და უკრაინა წიაღისეულის შესახებ შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან და ის შესაძლოა დღესაც კი, 22 თებერვალს გაფორმდეს.
წყარო: tabula.ge