წვრთნების დროს 2 პოლონელი ჯარისკაცი დაიღუპა

25 მარტს, ორი პოლონელი სამხედრო ინჟინერი ქვეყნის სამხრეთში მდებარე სამხედრო ობიექტზე მიმდინარე წვრთნების დროს დაიღუპა. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მსხვერპლი ტროტილის აფეთქებას მოჰყვა.
თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსნიაკ-კამიშინმა, ინციდენტი დაადასტურა. „ამ ტრაგიკულ მომენტში, ჩვენი ფიქრები და ლოცვები ჯარისკაცების ოჯახებთანაა“ – დაწერა თავდაცვის მინისტრმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.
ინციდენტს, მიმდინარე თვეში, წინ უსრებდა პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ დრაუსკო-პომერანიაში მომხდარი კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა. მაშინ, სამხედრო წვრთნის დროს, ორ ჯარისკაცს, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებამ გადაუარა. ორივე მათგანი გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ