წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400 იქნება

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითსა და 1-ელი კლასის რიგითს წოდებრივი სარგო მოემატათ.

შესაბამისი ცვლილება თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა, რომელსაც მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აწერს ხელს.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო წვევამდელთა ეროვნული სამსახურის 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება.

წვევამდელები გაზრდილ ხელფასს, მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: რაც უფრო სწრაფად მოინელებს და გაიაზრებს კოლექტიური ჯანგირაშვილი თავის შეცდომებს, სააკაშვილის ხელისუფლების შეფასებას კი სამომავლოდ გადადებს, მით მალე დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს

ნათია მეზვრიშვილი – აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება მოთხოვნებით: დაადგინონ შემსრულებლების და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა, დაიწყონ მათი დაკავება – საქმე უნდა გადაიბაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება