წვევამდელებმა გორის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს

წვევამდელებმა გორის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს
ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა გორის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების შემდეგ, ახალწვეულებმა ჯარისკაცის მრწამსი წარმოთქვეს. საზეიმო ცერემონიას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა შალამბერიძემ წვევამდელებს სიტყვით მიმართა და მათ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. ახალწვეულები კაპელანმა თადეოზმა დალოცა.
ღონისძიებას წვევამდელების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა რიგითმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა.
რეკრუტებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) გორის პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, განახლებული პროგრამით გაიარეს. სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები გაწვევის ახალი სისტემის ფარგლებში, სავალდებულო გაუმჯობესებული სოციალური პაკეტითა და უქმე დღეებით ისარგებლებენ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები გორის პირველ ქვეით ბრიგადაში იმსახურებენ.
Next: ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას