წვალებით – ინგლისმა შვეიცარიას მოუგო [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისმა შვეიცარია პენალტების სერიაში დაამარცხა და 1/2-ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
მატჩი ლამაზი სანახავი არ გამოდგა. 75-ე წუთზე ემბოლომ ნდოიეს გადაცემულ ბურთს პიკფორდის კარში მიუჩინა ადგილი და შვეიცარია დააწინაურა. თუმცა, საკამ მალე შორიდან ანგარიში გაათანაბრა (ეს კარში ინგლისელთა პირველი დარტყმა იყო) და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.
ექსტრა ტაიმებში უფრო აქტიურები შვეიცარიელები იყვნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს, 1:1, პენალტების სერიაში კი საუთგეიტის გუნდმა იმარჯვა.
ინგლისის ნაკრებმა ტურნირზე ძირითად დროში მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო.
10 ივლისს, ნახევარფინალში ინგლისი ნიდერლანდებსა და თურქეთს
შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ინგლისი – შვეიცარია 1:1 (პენ 5:3)
გოლები: 0:1 ემბოლო (75), 1:1 საკა (80)
ყოველთვის ამბობდნენ,ნამდვილი ფეხბურთი,პლეი ოფებიდან იწყებაო და აქამდე მართლაც ასე იყო.ევროპის ამ ჩემპიონატზე,ისე გამოდის,რომ ფეხბურთი,ჯგუფურ ეტაპზე დამთავრდა.საზიზღარი საფრანგეთი,საზიზღარი ინგლისი,ესპანეთ-გერმანიის კორიდა!იმედია თურქეთი და ჰოლანდია მაინც ითამაშებენ, ფეხბურთს.