,,წესით ახლა უკვე თავისუფალი უნდა იყოს. და ციხეში გატარებულ დროისთვის კომპენსაციას უნდა უნიშნავდნენ“ – საბა სხვიტარიძეზე

სალომე ზურაბიშვილი საბა სხვიტარიძის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
,,წესით ახლა უკვე თავისუფალი უნდა იყოს. და ციხეში გატარებულ დროისთვის კომპენსაციას უნდა უნიშნავდნენ… ნორმალურ ქვეყანაში!
თავისუფლება საბას (იურისტი საბა ბრაჭველი წერს ამ ამბავთან დაკავშირებით და კარგად განმარტავს).“
შეგახსენებთ, იურისტი საბა ბრაჭველი წერდა:
,,პროკურატურამ აღიარა, რომ საბა სხვიტარიძეს ვერ ეცოდინებოდა, რომ ტიტუშკად გადაცმული მირიან ქავთარაძე, ვინც საბას თვალწინ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პოლიციელი იქნებოდა.
თუმცა, განსაკუთრებით ცინიკურია, რომ პროკურატურამ, ამ აღიარების მიუხედავად, ბრალდება 120-ე მუხლზე – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაზე – გადააკვალიფიცირა, რომელიც 353′-ზე უფრო მსუბუქია, მაგრამ თავისუფლების აღკვეთას მაინც ითვალისწინებს. ცნობისთვის, სისხლისსამართლებრივად მსუბუქი დაზიანებაა ისაა, რომელიც 6-21 დღემდე მკურნალობას საჭიროებს. ანუ პროკურატურამ ახლა უნდა ამტკიცოს, რომ მირიან ქავთარაძემ მთელი კვირა საავადმყოფოში გაატარა, ან საერთოდ შრომისუნარიანობა შეერყა.
წესით საბა ახლა უკვე თავისუფალი უნდა იყოს.
წესით საბას ერთი დღეც არ უნდა გაეტარებინა ციხეში – ისევე, როგორც სინდისის ყველა პატიმარს, რომელთა მიმართაც ასევე არ არსებობს მტკიცებულებები და არსებობს მხოლოდ ჩადებები, წამებები, უსამართლობა.
თავისუფლება საბას.
პ.ს. უსამართლო სასამართლომ საბა მაინც პატიმრობაში დატოვა.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“