წეროვანში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

ჯანდაცვის მინისტრმა მ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგორი-ქურთას 3 ბრიგადიანი ფილიალის 40 თანამშრომელი მუშაობას ახალ სამუშაო პირობებში გააგრძელებს.
“წეროვანის რაიონული სამსახურის ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული, რომელიც განახლებული ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლის პერიოდი გამოძახებიდან, დანიშნულების ადგილამდე კიდევ უფრო შემცირდება”, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინისტრი სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ტორუასთან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრთან სთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად იმყოფებოდა.
პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”