წერილებს, რომელიც გაგზავნილი გვქონდა ძველ მინისტრთან, ხელახლა გავუგზავნით ახალ მინისტრს – სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება

DRG-ის მეთოდოლოგია ჯანდაცვის ბიზნესისთვის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვენ დაფინანსების მოდელს გადახედოს, რადგან არსებული რეანიმაციული ტარიფები, ასევე ტარიფები მაღალტექნოლოგური სამედიცინო ჩარევების დროს კლინიკებისთვის განსაკუთრებით კრიტიკულია.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე bm.ge-სთან საუბარში იმედოვნებს, რომ საკითხებს, რაზეც კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობასთან არ შედგა, ახალი მინისტრი ყურადღებას მიაქცევს.
„იმ წერილებს, რომელიც დაგზავნილი გვქონდა ძველ მინისტრთან, რაზედაც სამწუხაროდ კომუნიკაცია არ იყო და სადაც DRG-სთან, სხვა თემებთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციებს ჰქონდათ წერილობით დაფიქსირებული პოზიციები, ჩვენ ამ წერილებს დღეს ხელახლა გავუგზავნით ახალ მინისტრს, ვუსურვებთ მას წარმატებას, ვინაიდან ეს ისეთი დარგია, რომ ამ დარგში წარმატება არის თითოეული მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ასევე დაგაინტერესებთ