“წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით” – ხოშტარიას პასუხი პროკურატურას

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურას პასუხობს და წერს:
“დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი.
დიახ, “რუსული ოცნების” სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ ს წინააღმდეგ. დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები. წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით. პ.ს. ტყუილად ნუ შეწუხდებით ციხეში მოსვლაზე, მაინც ვერ გეღირსებათ ჩემი ნახვა.
ბოლომდე!”