წერეთლის შეუსრულებელი ტენდერის გამო “შავ სიაში” მყოფმა ერ-ტე-დემ “თეთრ სიაში” გადაინაცვლა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თებერვლის დასაწყისში “შავ სიაში” შეიყვანა ორივე კომპანია, რომლებიც წერეთლის გამზირზე მუშაობდნენ და რომლებთანაც ხელშეკრულებები დროულად შეუსრულებელი სამუშაოების გამო შეწყდა.
ორიდან ერთი, ლუხუმ ქართლოსიშვილის ერ-ტე-დე ამ დროისთვის თეთრ სიაშია. ამასთან, მონაწილეობს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის 367’000-იან ტენდერში, სადაც განაცხადების მიღება დასრულებულია და “ერ-ტე-დე” ერთადერთი პრეტენდენტია.
კომპანიები ე.წ შავ სიაში მერიის მოთხოვნის საფუძველზე მოხვდნენ.
კანონის მიხედვით, კომპანია, რომელიც “შავ სიაში” ხვდება 1 კალენდარული წლის განმავლობაში ვეღარ მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. შავ სიაში ყოფნის პერიოდში, ასე მოხდა ორივე კომპანიის შემთხვევაში.
BM.GE-იმ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რის საფუძველზე მოხდა კომპანიისთ
ვის სიის სტატუსის ცვლილება. თავად კომპანიაში, ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობენ.
მეორე კომპანიაში კი, რომელიც წერეთლის გამზირის ყოფილი კონტრაქტორია აცხადებენ, რომ შავი სიიდან ამოღების მოთხოვნით სასამართლოს მათაც მიმართეს, თუმცა “მილენიუმ ბილდერს ჯგუფის” პროცესები ამ დრომდე არ ჩანიშნულა.