წერეთლის გამზირის 1 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა, გუნდურმა, 24- საათიანმა სამუშაო რეჟიმმა შედეგი გამოიღო – „ბლექ სი გრუპი“

კომპანია ბლექ სი გრუპი, რომელმაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მერიისგან დაწუნებული კომპანიები ჩაანაცვლა. შესრულებული სამუშაოს შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„კომპანია ბლექ სი გრუპმა წარმატებით დაასრულა წერეთლის გამზირის 1 კმ მონაკვეთის (სტანისლავსკის ქუჩიდან ერისთავის ქუჩის ჩათვლით) რეაბილიტაცია.
გუნდურმა, 24 საათიანმა სამუშაო რეჟიმმა შედეგი გამოიღო,“- წერს ბლექ სი გრუპი.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც არასათანადოდ შესრულებული სამუშაოების გამო მერიამ 2 კომპანიას კონტრაქტები ვადაზე ადრე შეუწყვიტა, სამუშაოების დასრულება ბლექ სი გრუპს დაევალა. თბილისის მერის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაპირებისამებრ იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ასევე დაგაინტერესებთ