წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების წარმოების მიზნით, ახალი კომპანია სავარაუდოდ დღეს შეირჩევა

წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების წარმოების მიზნით, ახალი კომპანია სავარაუდოდ დღეს შეირჩევა. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც მერიაში განმარტავენ, წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, უახლოეს პერიოდში მოხდება შემსრულებელი კომპანიის შერჩევა. მათივე განცხადებით, „შპს „პარმა“ ნამდვილად მონაწილეობს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში, კერძოდ, ახორციელებს ტროტუარების მოწყობის სამუშაოს, არა გუშინდელი დღიდან, არამედ გასული წლის დეკემბრის თვიდან.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა შპს „პარმასთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 16 ნოემბერს გააფორმა. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დაფიქსირდა დარღვევები, რის გამოც ორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: …მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი ამ თემაზე მუშაობდნენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ