წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მარშრუტი 2 დღით იცვლება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 20-22 იანვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი შეიცვლება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, N311, N327 ავტობუსები და N458, N476, N504 მიკროავტობუსები, რომლებიც წერეთლის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩისკენ აგრძელებენ მოძრაობას, ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
ხოლო, უკუმიმართულებით წერეთლის გამზირისკენ მოძრაობისას, N320 ავტობუსი და N536, N551 მიკროავტობუსები აღმაშენებლის გამზირზე აღარ შევლენ და მოძრაობას თამარ მეფის გამზირზე გააგრძელებენ, რის შემდეგაც გამზირს წინამძღვრიშვილის ქუჩით დაუკავშირდებიან.

N476 და N458 მიკროავტობუსები, სადგურის მოედნისკენ მოძრაობისას, დავით ყიფიანის ქუჩიდან აღმაშენებლის გამზირისკენ გადაადგილდებიან, თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით აბასთუმნის ქუჩას დაუკავშირდებიან და ამის შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას კი სადგურის მოედნიდან თამარ მეფის გამზირს და აღმაშენებლის გამზირს დაუკავშირდებიან. ყიფიანის ქუჩიდან კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
აქვე, თბილისის მერია აღნიშნავს, რომ მიმდინარე საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.