წერეთელზე სამანქანო მოძრაობა სრულად იანვრის ბოლოს აღდგება | კალაძის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად იანვრის ბოლოს აღდგება:
„როგორც პროექტის დასაწყისში იყო ნათქვამი, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები, თუმცა ძირითადი ნაწილი დასრულდება. მოძრაობა ამ გამზირზე შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანე ხიდის მშენებლობას, ზუსტად იანვრის თვის ბოლოს, ხიდი უკვე მთლიანად იქნება აშენებული. დარჩენილი იქნება ტექნიკური დეტალები, რომელიც თებერვლის თვის ბოლოსთვის დასრულდება. აქაც გადაადგილება სრულად იქნება შესაძლებელი.” თქვა ბენდელიანმა თბილისის მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.