წერეთელზე გაზიც გაითიშა | დიდუბის ნაწილს ბუნებრივი აირი 24 საათზე მეტი არ ექნება

დიდუბეში 6538 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გათიშვა არაგეგმიურია. გაზის მიწოდება შეუწყდა წერეთლის გამზირის მოსახლეობის დიდ ნაწილსაც. ბუნებრივი აირი დღეს, დაახლოებით 15 საათზე გაითიშა და მისი მიწოდება ხვალ, 18 იანვარს, 19 საათზე აღდგება.