წელს 7 თვეში საქართველომ 163 200 დოლარის ცოცხალი რეპტილიები და მწერები იყიდა

2025 წლის 7 თვეში საქართველოში 34 800 დოლარის ცოცხალი რეპტილიები შემოიყვანეს (გველისა და კუს ჩათვლით), რეპტილიების 100% ჩინეთიდან შემოვიდა. იანვარ-ივლისში საქართველოში შემოვიდა 17 200 აშშ დოლარის ცოცხალი მწერები (ფუტკრის გარდა). ცოცხალი მწერების უმეტესობა, 80% ნიდერლანდებიდან შემოიყვანეს, 20% ესპანეთიდან.
რაც შეეხება ცოცხალ ფუტკარს, ქვეყანაში 111 200 აშშ დოლარის 11 ტონა ფუტკარი შემოიყვანეს, 109 300 აშშ დოლარის თურქეთიდან, 1900 აშშ დოლარის კი პოლონეთიდან.
წყარო: “მთავარი”