ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც წელს თხილის ექსპორტი 30.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში ყველაზე მეტი ღირებულების თხილი საქართველოსგან ესპანეთმა შეიძინა და მისი ღირებულება 9 მლნ დოლარია.
მიმდინარე წლის 6 თვეში Top 10 ქვეყანა თხილის გაყიდვებში:
ესპანეთი – 9 მლნ დოლარი;
იტალია – 6.9 მლნ დოლარი;
საფრანგეთი – 4 მლნ დოლარი;
გერმანია – 2.7 მლნ დოლარი;
თურქეთი – 2.6 მლნ დოლარი;
ისრაელი – 2.3 მლნ დოლარი;
მაროკო – 2.2 მლნ დოლარი;
რუსეთი – 2 მლნ დოლარი;
პოლონეთი – 1.9 მლნ დოლარი;
საუდის არაბეთი – 1.6 მლნ დოლარი;
2025 წლის 6 თვეში თხილის ექსპორტი თითქმის 54%-ით გაიზარდა. წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 52.8 მლნ დოლარის ღირებულების თხილი, მაშინ როცა გასულ წელს ექსპორტირებული თხილის ღირებულება 34.2 მლნ დოლარი იყო.
საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში ჯამში 7.1 მლნ კილოგრამი თხილია ექსპორტირებული. აქედან გამომდინარე, 1 კგ. თხილზე საშუალო ფასი დაახლოებით 7.4 დოლარი იყო. 2024 წლის შესაბამის პერიოდში საშუალო ფასი დაახლოებით 6.6 დოლარს შეადგენდა.
