წელს 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა – პრემიერ-მინისტრი

წელს 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა – პრემიერ-მინისტრი
რაც შეეხება ზოგადად ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. მინდა გითხრათ, რომ აქაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგი. 2012 წელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი შეადგენდა სულ რაღაც 3.8 მილიონ დოლარს. უკვე წელს 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 130-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, საქართველოში IT კომპანიებში დასაქმებული მოქალაქეების საშუალო ხელფასი შეადგენს 8 000 ლარს.