„წელს 100%-ით გავიზარდეთ, თუმცა ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ თუ როდის დაიწყება სავალდებულო შინაარსის დაზღვევები“ – „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“

„წელს 100%-ით გავიზარდეთ, თუმცა ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ თუ როდის დაიწყება სავალდებულო შინაარსის დაზღვევები“ – „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“
„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთვის“ პოზიტიურად მზარდი წელი იყო, რადგან 100%-ით გავიზარდეთ, როგორც მომსახურების ხარისხის და დაზღვეულთა რაოდენობის თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი წელი იყო,“ – ამის შესახებ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნინა მ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, სადაზღვევო სექტორისთვის კოვიდის შემდგომ ყველაზე სრულყოფილი წელი იყო.
„წელს მეტ-ნაკლებად საინტერესო პროცესები იყო, სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად სტანდარტულად ვითარდება იქამდე სანამ მეტი მოლოდინი არ გაჩნდება სავალდებულო დაზღვევების შემოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა კოვიდის შემდგომ ყველაზე სრულყოფილი წელი იყო, როდესაც რეალურად გამოჩნდა ბაზრის კონტურები. მაგალითად „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთვის“ პოზიტიურად მზარდი წელი იყო, რადგან 100%-ით გავიზარდეთ, როგორც მომსახურების ხარისხის და დაზღვეულთა რაოდენობის თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი წელი იყო.
თუმცა ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ, თუ როდის დაიწყება სავალდებულო შინაარსის დაზღვევები, აქტიური სამუშაოები გავწიეთ და შემიძლია საბოლოოდ ვთქვა, რომ კოვიდის შემდეგ კარგი წელი გამოვიდა. დაახლოებით 15%-ით გაიზარდა სადაზღვევო პოლისების მომხმარებელთა რიცხვი ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილში, ინტერესი სადაზღვევო პროდუქტების მიმართ უფრო მზარდია“, – ამბობს ნინა კობახიძე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნინა კობახიძე ამბობს, რომ კომპანია 2024 წელსაც გეგმავს დიგიტალიზაციას და ზრდას.
„არაერთი ახალი პროდუქტის გამოშვებას ვგეგმავთ ბაზარზე და გვინდა, რომ უფრო ფართო მოცულობით შევიდეთ დაზღვევის სახეობებში. მოლოდინი ისევ რჩება სავალდებულო დაზღვევის სახეობების დაწყების და ასევე საყოველთაო ჯანდაცვის კუთხითაც, ვიმედოვნებთ, უფრო მეტად გააზრებული იქნება სადაზღვევო კომპანიების როლი“, – ამბობს ნინა კობახიძე.