წელს ჩოგბურთელებისთვის რეკორდული საპრიზო ფონდი გამოიყო – წლევანდელ US Open-ზე სპორტსმენები 90 მლნ დოლარს მიიღებენ

საჩოგბურთო დიდი სლემის ტურნირ US Open-ის (იგივე ამერიკის ღია პირველობა) წლევანდელი გათამაშების ჯამური საპრიზო ფონდი ჩოგბურთის ისტორიაში სარეკორდო იქნება.
ტურნირის გასული წლის საპრიზო თანხა 75 მლნ დოლარს შეადგენდა, წელს კი 20%-ით გაიზრდება და 90 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს.
შედარებისთვის, წინა წლის ჩემპიონებმა იანიკ სინერმა და არინა საბალენკამ 3.6-3.6 მლნ აშშ დოლარი მიიღეს, წელს კი ჩემპიონი 5 მლნ აშშ დოლარს დაისაკუთრებს, ფინალში დამარცხებული კი – 2.5 მლნ-ს.
დანარჩენ 3 დიდი სლემის ტურნირს რაც შეეხება, უიმბლდონის საპრიზო ფონდი წელს 71 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, საფრანგეთის ღია პირველობის – 65.5 აშშ დოლარს, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობის – 63 მლნ აშშ დოლარს.
bpn.ge