„წელს შეირჩევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორი და ასევე იგეგმება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება“ – რა წერია სამთავრობო პროგრამაში?

„წელს შეირჩევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორი და ასევე იგეგმება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება“ – რა წერია სამთავრობო პროგრამაში?
„საქართველოს მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს იმ რეალური პოტენციალის ათვისებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის გარდაქმნას რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად.
საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, პოტენციალის რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, საკომუნიკაციო, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და საფინანსო ჰაბის სისტემების განვითარება. სხვა უპირატესობებთან ერთად, ეს არის ევროკავშირის ბაზართან ქვეყნის დაახლოების პრაქტიკული საშუალება და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოტენციალის ათვისების შესაძლებლობა.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია მუშაობა როგორც ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების, ისე სატრანსპორტო დერეფნების შემდგომი განვითარებისთვის. ამ მხრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი.
2024 წელს შეირჩევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორი და ასევე იგეგმება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება. გაგრძელდება მუშაობა ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ქვეყნის სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაციაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების TENT-ის საინვესტიციო გეგმის შესრულების გზით.
ასევე, გაგრძელდება მუშაობა თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მიზნით. კერძოდ, 2024 წელს განახლდება თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება”, – ნათქვამია დოკუმენტში.
სამთავრობო პროგრამაში წერია, რომ რეფორმების განგრძობადობის უზრუნველყოფაზე, რესურსებისა და პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანად თანამშრომლობაზე. სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა