წელს ღვინოს ტაივანში გავიტანთ – „მარანი ოდა“

წელს ღვინოს ტაივანში გავიტანთ, – ამის შესახებ მარტვილში მდებარე ტურისტული ობიექტის „მარანი ოდა“ დამფუძნებელმა, ქეთო ნინიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია მცირე რაოდენობაზე, ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპია.
„ტაივანი არ არის ტიპური მიმართულება ქართული ღვინისთვის, თუმცა ნატურალური ღვინისა და მცირე მარნების შემთხვევაში, ხშირად სწორედ ასეთ ბაზრებზე ექსპორტი კონკრეტულ პირებს უკავშირდებათ ხოლმე. ბუნებრივი ღვინის გაყიდვა კი ზოგადად სპეციფიკურია, მოითხოვს სიღრმისეულ ტექნიკურ და საბაზრო ცოდნას“, – ამბობს ნინიძე.
მისი შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში ნატურალური ღვინის გლობალურმა მოძრაობამ მნიშვნელოვნად შეცვალა სამომხმარებლო პროფილი.
„თუ ადრე ღვინო უფრო ასაკოვანი ადამიანებისთვის იყო მიმზიდველი, დღეს ის ახალ თაობაში იძენს პოპულარობას. მთელ მსოფლიოში გაჩნდა მცირე კონტრკულტურები, რომლებიც ღვინის მოხმარებას ახალ მნიშვნელობას სძენს“, – თქვა მან.
ნინიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბოლო პერიოდში მცდელობა იყო ჩამოყალიბებულიყო ნარატივი, თითქოს ქართული ღვინო მხოლოდ ს ბაზრისთვისაა მიმზიდველი, თუმცა მისი თქმით, რეალობა სრულიად საპირისპიროა: „ჩვენმა ღვინის კომუნამ 50-მდე მცირე მარანი და მათი საექსპორტო ბაზრები შეისწავლა. შედეგი შთამბეჭდავია, მინიმუმ სამ ბაზარზე მაინც ოპერირებს თითოეული მათგანი და ამ ბაზრებში თითქმის ყოველთვის არის ”, – აცხადებს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.
მარტვილში მდებარე საოჯახო “მარანი ოდა” დასავლეთ საქართველოს იშვიათი ჯიშის ღვინოებს, მათ შორის ოჯალეშს, ორბელურ ოჯალეშსა და იმერულ ძელშავს აწარმოებს. მარნის წლიური წარმადობა 6000 ბოთლია. „მარანი ოდას“ ღვინოები აშშ-ს 15 შტატში იყიდება.