წელს, ქართულმა ბანკებმა ₾1.3 მილიარდამდე მოგება მიიღეს – რეიტინგი

საქართველოში მოქმედმა 19-მა კომერციულმა და მიკრო ბანკმა 5 თვეში 1.3 მილიარდ ლარამდე მოგება მიიღო.
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 19 ბანკიდან 5 ზარალზე, ხოლო 14 მოგებაზე გავიდა.
წმინდა მოგებით ბაზრის ლიდერი “საქართველოს ბანკია”, რომელსაც “” და “ლიბერთი” მოსდევს. აღსანიშნავია, რომ სექტორის მთლიანი მოგების 90% ორ ბანკზე მოდის – “საქართველოს ბანკის” და “თიბისის” ჯამური მოგება 1.1 მილიარდ ლარს აჭარბებს.
ყველაზე დიდი ზარალი კი “ვითიბი ბანკს” აქვს, რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო ფაქტობრივად შეზღუდული აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ