წელს ფეხსაცმელების და წინდების ხაზის დამატებას ვგეგმავთ – “ნიკოლი”

ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ნიკოლი” მიმდინარე წელს ფეხსაცმლის ხაზის დამატებას აპირებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობის დამატებას კომპანია უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
ამასთან ბრენდი პირველ შეკვეთას დიდი ბრიტანეთისთვისაც ამზადებს. ამ ეტაპზე „ნიკოლი“ ექსპორტზე კანადაში, ლიბიაში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში გადის. მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე 2023 წელს წარმადობა 10%-ით გაიზარდა. ამასთან გაიხსნა ახალი შოურუმი და რიგით მე-4 ფილიალი საბურთალოს “სითი მოლში.“