“წელს უკრაინას სამი ძირითადი ამოცანა აქვს და ამაში დახმარებას პოლონეთს სთხოვს” | შმიგალი

“წელს ს სამი ძირითადი ამოცანა აქვს და ამაში დახმარებას პოლონეთს სთხოვს” – ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა კიევში პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შმიგალის განცხადებით, პირველი ამოცანა ევროპული საბჭოს მიერ ფინანსური მხარდაჭერის დამტკიცებაა. მეორე ამოცანად მან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება დაასახელა და მესამე “ეს არის მკაფიო და გაბედული გადაწყვეტილებები ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე უკრაინის მოძრაობასთან დაკავშირებით ალიანსში გაწევრიანებისკენ”.
შმიგალმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო იმედოვნებს პოლონეთის მხარდაჭერას ყველა ზემოაღნიშნული ამოცანის შესრულებაში.
“ჩვენ მადლობელი ვართ მხარდაჭერისთვის ყველა ამ საკითხსა და მიმართულებაში”, – განაცხადა შმიგალმა.