წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 350-ზე მეტ უცხოელ ჟურნალისტსა და ტუროპერატორს უმასპინძლა

საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, 2023 წელს, მსოფლიოში ცნობილი ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები საქართველოს ეწვივნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათვე ცნობით, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიები, ბლოგები, სიუჟეტები და ვიდეორგოლები ისეთმა გავლენიანმა მედიასაშუალებებმა მოამზადეს როგორიცაა: The Guardian, Forbes, The Financial Times, Elle, The Times, Marie-Claire, National Geographic, Saveur, Vogue, The Sunday Times, The Huffington Post, Sueddeutsche Zeitung და სხვა.
„საქართველოს შესახებ მომზადებულ ასობით სტატიასა და სიუჟეტს მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველი, სოციალური ქსელების მომხმარებელი და ტელემაყურებელი გაეცნო.
წელს, ჯამში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში 67 საინფორმაციო ტური და 13 გაცნობითი ტური მოეწყო. საერთაშორისო ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ თანამშრომლობის დაგეგმვისა და ერთობლივი ტურების მოწყობის მიზნით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება