2025 წელი განვითარების წელი იყო. წლის ბოლოს „სმარტმა“ 50-ე ფილიალიც გახსნა, – ასე აფასებს გასულ წელს მარკეტების ქსელ „სმარტის“მარკეტინგის დირექტორის მოადგილე ქეთი ნიკოლეიშვილი.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში ქეთი ნიკოლეიშვილი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს – მისი ინფორმაციით, 2026 წლისთვის კომპანია მინიმუმ 10 ახალ ფილიალს გახსნის. გარდა ამისა, დაგეგმილია არგვეთას კაფეს რეკონსტრუქცია, სადაც მომხმარებელს ისეთი ასორტიმენტი დახვდება, რომელსაც არც კი მოელის.
„განსაკუთრებით მინდა, გამოვყო სიახლეები ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტების ნაწილში. განვაახლეთ ჩვენი „სმარტული“ ჰოტ-დოგი, რომელიც ჩვენს ბრენდშეფთან ავთანდილ ცეცხლაძესთან ერთად შევიმუშავეთ. ასევე, აღვნიშნავ ჩვენს მეორე განსაკუთრებულ პროდუქტს – ჩვენს კეცილ ხაჭაპურსადა ლობიანს, რომელიც არის იმერული ხაჭაპურისა და ლობიანის განსაკუთრებული ვერსია – ოთხად იკეცება და სწორედ ამიტომ ჰქვია კეცილი. ეს პროდუქტები აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჩვენი მომხმარებლისთვის. ამასთან, რადგან ზამთრის სეზონი უკვე დაიწყო, უნდა აღვნიშნო ჩვენი თანამშრომლობის შესახებ მთის კურორტებთან. „სმარტის“ რამდენიმე ფილიალში მომხმარებელს გარდა ჩვენი პროდუქტებისა, შეუძლია, მთის კურორტების აბონემენტები შეიძინოს. ამ აბონემენტების შეძენა ხდება თბილისის გასასვლელში, აღმაშენებლის ხეივნის ფილიალში. ასევე, გუდაურისა და ჟინვალისფილიალებში.
ზოგადად, სმარტი უკვე გასცდა ბენზინგასამართ სადგურებზე არსებულ მაღაზიათა ქსელს, ეს არის ექსკლუზიური პროდუქტების მარკეტი. მომხმარებელს გზად მთელი საქართველოს მასშტაბით ვხვდებით და ვცდილობთ, შევუქმნათ კომფორტი, დაისვენო, გემრიელად წაიხემსონ.
2026 წელს ვგეგმავთ განვითარებას, დაგვემატება მინიმუმ 10 ფილიალი და უფრო მეტად რეგიონებში ვგეგმავთ გაფართოებას – ყველა მიმართულებით, მათ შორის, მთიან რეგიონებში, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია“, – აცხადებს ქეთი ნიკოლეიშვილი.



