წელს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის 5-წლიანი ზრდით მსოფლიოში მეორე ადგილს დაიკავებს – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის უახლესი „გლობალური კეთილდღეობის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველო წელს მეორე ადგილს დაიკავებს მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ხუთწლიანი ზრდის თვალსაზრისით. ხოლო ამავე მაჩვენებლით, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ის პირველ ადგილზე იქნება.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო ზედიზედ სამი წლის განმავლობაში იქნება ლიდერ პოზიციებზე კეთილდღეობის მაჩვენებლების გაუმჯობესებით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.
ამასთან, აღნიშნული ანგარიშის გათვალისწინებით, 2025 წელს, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 30,3%-ით გაიზრდება, ხოლო 2025 წელს – 37%-ით.
2026 წლის მოლოდინში კი, ანგარიში რეალური მშპ-ს 44%-იან ზრდას ერთ სულ მოსახლეზე შვიდი წლის განმავლობაში პროგნოზირებს, რაც ქვეყანას კვლავ ათავსებს მეორე ადგილზე გლობალურად, ხოლო აღმოსავლეთ ნახევარსფეროში – პირველ ადგილზე.
ცნობისათვის, გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის ივნისის გამოცემის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით ზრდა იყო მოსალოდნელი.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ